Inflation Targeting in Georgia: Are We there Yet?

  • Bakradze G
  • et al.
N/ACitations
Citations of this article
9Readers
Mendeley users who have this article in their library.

Abstract

წინამდებარე ნაშრომის მიზანია შეაფასოს ის წინაპირობები, რომლებიც საჭიროა საქართველოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ეფექტიანად შემოღებისათვის. ინფლაციის თარგეთირების შემიღებისათვის საჭირო რამდენიმე წინაპირობის განხილვასთან ერთად, ნაშრომი ძირითადად შეისწავლის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის – მონეტარული გადაცემის ემპირიულად სტაბილური მექანიზმის არსებობას. ამ მექანიზმის შესწავლის მიზნით ავტორებმა შეიმუშავეს ვექტორული ავტორეგრესიული საბაზო მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას მონეტარული გადაცემის მექანიზმი საქართველოში. საბაზო მოდელი შეიცავს 5 ცვლადს – რეალურ მშპ–ს, სამომხმარებლო ფასების ინდექსს, ლიკვიდურობის საზომს (ნაღდი ფული მიმოქცევაში), საერთაშორისო რეზერვებს და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს – და 32 დაკვირვებას 1999 წლის I კვარტლიდან 2006 წლის IV კვარტლამდე პერიოდში. მოდელში გამოიყენება მიზეზ‐ შედეგობრიობის ტესტები, რეაქციები შოკებზე და დისპერსიის დეკომპოზიცია. სტატიაში წარმოდგენილი ემპირიული მონაცემები შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა: • „მონეტარულ“ შოკებს (კერძოდ, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის შოკებს) მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვთ რეალურ გამოშვებაზე სამი კვარტლის განმავლობაში; • ეროვნული ბანკის სავალებულო რეზერვების მარაგები უფრო ხანგრძლივ მნიშვნელოვან ზემოქმედებას ავლენენ სამომხმარებლო ფასების ინდექსზე; და • რეზერვების მარაგებს აქვთ უარყოფითი თავდაპირველი ეფექტი გამოშვებაზე – რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ინტუიტიურ წარმოდგენებს. გადაცემის სხვადასხვა არხების შეფასების დროს ირკვევა, რომ ა) გაცვლითი კურსის არხი ზრდის – ხოლო კრედიტის არხი ამცირებს – მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ზემოქმედებას გამოშვებაზე; ბ) საბანკო სესხების არხი (და კერძოდ, სამომხმარებლო კრედიტი) მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ფასებზე; და გ) გაცვლითი კურსის არხის მეშვეობით ყალიბდება საერთაშორისო რეზერვების თავდაპირველი უარყოფითი და, უფრო ხანგრძლივ პერიოდში, შემდგომი დადებითი ზეგავლენა წარმოებაზე. ავტორების დასკვნაა, რომ მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება რამდენიმე ინსტიტუციური და ოპერაციული ნაკლოვანება და განვითარდება მონეტარული გადაცემის უფრო საიმედო რეჟიმი, სავსებით მიზანშეწონილი იქნება სრულფასოვანი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შემოღება საშუალოვადიან პერიოდში.

Cite

CITATION STYLE

APA

Bakradze, G., & Billmeier, A. (2007). Inflation Targeting in Georgia: Are We there Yet? IMF Working Papers, 07(193), 1. https://doi.org/10.5089/9781451867572.001

Register to see more suggestions

Mendeley helps you to discover research relevant for your work.

Already have an account?

Save time finding and organizing research with Mendeley

Sign up for free